სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებში ქარბუქის გამო 395 რეისი გაუქმდა. აეროპორტების სპეციალური სამსახურები უკვე შეუდგნენ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის და გზების გაწმენდვის სამუშაოებს, რათა თავიდან აირიდონ შემდგომში ფრენების გაუქმება ან გადადება.