Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ტუღუში ბორდის გადაწყვეტილებაზე: რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუღუში ბორდის გადაწყვეტილებაზე: რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი

101

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად არჩევა ბორდის სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

„მე ვთვლი, რომ საბჭოს საერთოდ თავმოყვარეობა არ აქვს. მათ მიიღეს სამარცხვინო გადაწყვეტილება – ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მიღებულიყო. ძალიან მენანება ის ერთი ლარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვიხდით ამ ორგანიზაციის დასაფინანსებლად. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, ამ უხარისხო პროდუქტში, ამ უხარისხო გადაწყვეტილებებში, 40 მილიონს ვიხდიდეთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე არ მესმის საბჭოს წარმომადგენლების, თითქოს ეს ადამიანები რაღაც ღირებულებების მატარებლები არიან და ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ, ჩემთვის გაუგებარია. მათ ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ადამიანს უნდა გააჩნდეს თავმოყვარეობა, როდესაც ასეთ პოზიცია უჭირავს და მიიღოს წესიერი გადაწყვეტილება. რომ შემძლებოდა სტვენა, დავუსტვენდი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვისმენდი“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას – ორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები