LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიშვნიდან 4 დღეში: ნინო ხაჟომია აჭარის მაუწყებელს ტოვებს

1762
BeFunky-collage (17)

ოთხი დღის წინ, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე აჭარის მაუწყებელს ტოვებს, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს.

აჭარის მაუწყებლის ახალი რედაქტორის უცენზურო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე (ვიდეო)

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"არავინ არის უფრო ძლიერი ვიდრე მართალი კაცი" - გოგიჩაიშვილი მისი მეუღლის დანიშვნის თაობაზე

"დარწმუნებული ვარ რომ 1 თვეში, მიმდინარე ტალახის სროლა, თუ ნეგატიური ანალიზის მცდელობებიც ისე გაჰყვება წყალს, როგორი წყლის ნაყვაც ამჟამად არის. "

19 თებერვალს  საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა დირექტორმა არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

ორი კვირაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი – შორენა ღლონტი და მაია მერკვილაძე.

სწორედ ამ პროცესებს პროგნოზირებდნენ ჟურნალისტები და მაუწყებლის მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს სამ წევრს, რომლებიც “ქართული ოცნების” კვოტით მოხვდნენ ბორდში, საინფორმაციო პოლიტიკში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები