LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მკურნალობის და ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

323
Coronavirus-6

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ და ამ მიმართულებით საჭირო ყველა თანხას სახელმწიფო დაფარავს. მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა მზად არის გადაიხადოს ინფექციის დასადგენად ჩასატარებელი ტესტირების საფასურიც.

„ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. რა ტესტირებასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, მოქალაქეებისთვის ყველაფერი უფასოა. რა თქმა უნდა, თუ დასჭირდა მკურნალობა, ესეც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ამირან გამყრილაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსული ინფექცია 51 წლის მამაკაცს და 31 წლის ქალს აღმოაჩნდათ.

ორივე პაციენტი  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის პალატაშია არის მოთავსებული. განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვინ არის მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვისთან ერთად იმოგზაურა

გარდა ამისა, ამ ეტაპზე ინფექციურ განყოფილებაში კიდევ 34 პაციენტს აკვირდებიან. მათ შორის არის კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის მეუღლეც, რომელიც მასთან ერთად იტალიაში მოგზაურობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები