LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის კარლა ბრუნი და მისი ორეული ბელა ჰადიდი ჟურნალ Elle-ის გარეკანზე (ფოტო)

1101
krlbrelle

საფრანგეთის ყოფილი პირველ ლედის, კარლა ბრუნისა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს, ბელა ჰადიდს ხშირად ორეულებს ეძახიან. 52 წლის კარლა ბრუნი და 23 წლის ბელა ჰადიდი ფრანგული გამოცემის Elle მთავარი გმირები გახდნენ. ბრუნიმ და მისი 23 წლის ორეულმა ჰადიდიმ მართალია სხვადასხვა დროს, მაგრამ ძალიან დიდი სიტყვა თქვეს მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. ჟურნალის გარეკანზე ასევე მოხვდა იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიში.

ფოტოების ავტორი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრფი მარკ სელიგერია. კარლა, რიკარდო და ბელა ახალ ფოტოებზე „ბარბერის“ სამოსში პოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები