LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში დაპირისპირება გამწვავდა: კანონიდან რელიგიამდე

191
88082936-126996175405726-5705393027967614976-n

ნიუ-დელიში ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებისას დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში 200 დაშავებულია მოთავსებული, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
შეტაკებები კვირას დაიწყო, თუმცა დაპირისპირება გამწვავდა და რელიგიური ელფერი მიიღო.

კანონი მოქალაქეობის შესახებ, ქვეყნის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ბანგლადეშიდან არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ ინდოეთის მოქალაქეობა, თუმცა ეს კანონი მხოლოდ არამუსლიმებზე ვრცელდება, რაც ინდოეთის მოსახლეობის ნაწილის პროტესტს იწვევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები