მუსიკოსმა ელტონ ჯონმა თავისი კოლეგის, ჯორჯ მაიკლის გახსენების დროს ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ლას-ვეგასში, საახალწლოდ გამართულ კონცერტზე სიმღერის „Don’t Let the Sun Go Down on Me“ შესრულების შემდეგ, რომელიც მისი და ჯორჯ მაიკლის დუეტს წარმოადგენდა, ელტონ ჯონმა იტირა.
„ერთადერთი, რაც მინდა ის არის, რომ ახლა აქ იყოს და ამ სიმღერას ერთად ვასრულებდეთ“, – განაცხადა მომღერალმა.
როგორც „დეილი მეილი“ წერს, გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო. მცირე პაუზის შემდეგ, როდესაც ელტონი ერთ-ერთმა მუსიკოსმა დაამშვიდა, კონცერტი გაგრძელდა.