LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობის ვადა გადაიწევს – ირაკლი კობახიძე

13

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადა განსაზღვრულია, თუმცა თუ გამოჩნდება, რომ პროცესის ინკლუზიურობას საფრთხე ექმნება, „ვადის გაგრძელებას წინ არაფერი უდგას,“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემგანაცხადა.

„ 30 აპრილამდე არის დადგენილების თანახმად შესაბამისი კანონპროექტის მომზადება. ხშირად არის დისკუსია ვადასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონკრეტული პროცესი მოაზრებული ამის უკან და სწორედ ამ პროცესიდან გამომდინარე, განვსაზღვრეთ ის, რომ სავსებით შესაძლებელია 4 თვის განმავლობაში ფართო ჩართულობის საფუძველზე მაღალი ხარისხის დოკუმენტის მომზადება. თუ დავინახავთ საფრთხე ექმნება კონსტიტუციური კანონპროექტის ხარისხს ან თუ დავინახავთ, რომ საფრთხე ექმნება პროცესის ინკლუზიურობას, ვადის გაგრძელებას არაფერი უდგას წინ. თუმცა, თუ ჩვენ სწორად დავგეგმავთ და განვახორციელებთ იმ პროცესს, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, სავსებით რეალურია 4 თვის განმავლობაში მაღალი ხარისხის დოკუმენტის მომზადება ფართო ჩართულობის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი კომისიის პირველ სხდომაზე. როდესაც წარვადგინეთ თუ როგორ გვაქვს მოაზრებული პროცესი, კითხვები ნაკლები დაისვა ვადებთან დაკავშირებით. კომისიის მუშაობის შემდეგ იწყება მეორე და მესამე ეტაპი პროცესის. მეორე ეტაპი არის საყოველთაო განხილვის პროცესი, რომელიც მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება. ამის შემდეგ იწყება უმთავრესი პროცესი – კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა, რაც გაგრძელდება დაახლოებით ნახევარი წელი. მთლიანობაში კონსტიტუციის გადასინჯვის მთლიან პროცესს დაეთმობა მინიმუმ 1 წელი”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები