LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარაზიტი“- ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა იმოგზაუროს ფილმის სამყაროში

481
87073763-1153290444845949-3278086071585341440-n

მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი“ 2020 წლის ოსკარების ტრიუმფატორი გახდა, საზოგადოების მხრიდან სეულის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ის ადგილები, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, მთავარ ტურისტულ ზონას წარმოადგენს.

დაუჯერებელი “ოსკარი” – აბსოლუტური ტრიუმფატორი კორეული ფილმი “პარაზიტი” გახდა

სამწუხაროდ, მთავარი გმირების სახლები რეალურად არ არსებობს, რადგან ისინი სპეციალურად ფილმისთვის შექმნეს, თუმცა რეალური ლოკაცია სხვაც ბევრია.

ყველაზე დიდი პოპულარობით ის სუპერმარკეტი სარგებლობს, სადაც ფილმის საწყისი კადრებია გადაღებული. მეპატრონეების თქმით, მას შემდეგ, რაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, მათ მაღაზიას უამრავი ტურისტი სტუმრობს.

მსურველებს, შეუძლიათ იმ გვირაბის გავლაც, სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი სცენაა გადაღებული.

რაც შეეხება პიცერიას, ის მართლაც არსებობს, თუმცა ფილმისთვის სახელი შეუცვალეს. ახლა მის კედელს, მეპატრონისა და ფილმის რეჟისორის ფოტო და მისივე ავტოგრაფი ამშვენებს.

 

   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები