სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან. თბილისის საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილება დეპუტატებმა მიიღეს. ცვლილებელი ძალაში პირველი იანვრიდან შევა. სამორინეს შემთხვევაში მაგიდაზე 30 000-დან მოსაკრებელი 40 000 ლარამდე გაიზარდა, სისტემური ელექტრონული ფორმით მოთხოვნილ თამაშობაზე 60 000 ლარიდან 300 000 ლარამდე.