„ლესტერმა“ 30 ათასი ვარდი გააკეთა ჯეიმი ვარდის დისკვალიფიკაციის პროტესტის ნიშნად.
„მელიების“ გულშემატკივრები არ ეთანხმებიან საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან მათი საუკეთესო თავდამსხმელის ჯეიმი ვარდის სამი ტურით მოკვეთის გადაწყვეტილებას.
ფანებმა დაამზადეს 30 ათასი ნიღაბი ფორვარდის გამოსახულებით და ის „ევერტონთან“ შეხვედრისას გაიკეთეს.
ჯეიმიმ თავადაც გაიკეთა ნიღაბი, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.
ამ აქციამ „ლესტერს“ არ უშველა: მან საშინაო თამაში „ევერტონთან“0:2 დათმო.
ვარდიმ წლეულს 5 გოლი გაიტანა.
ჩემპიონი „ლესტერი“ პრემიერლიგაში მხოლოდ მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სამი ქულა აშორებს.