LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოფიციალურად ავიღეთ უფლება ჯორჯ მაიკლის პროდიუსერისგან“ – რას იხსენებს სტეფანე

45

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებას მთელ მსოფლიოში ეხმაურებიან. ცნობილი ბრიტანელი არტისტი, რომელსაც 100 000 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიო მასშტაბით, 25 დეკემბერს, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მუსიკოსი 53 წლის გახლდათ. როგორც მოგვიანებით განაცხადეს, მას გულის უკმარისობა ჰქონდა…

ჯორჯ მაიკლის სახლთან დილიდან იკრიბებიან მისი თაყვანისმცემლები. სოცქსელშიც დიდი აქტიურობაა ამ თემასთან დაკავშირებით. მსოფლიო ტენდენციას არც საქართველოში ჩამორჩებიან. განსაკუთრებით ქართველი მუსიკოსები, რომელთათვისაც ჯორჯ მაიკლი ერთ-ერთი საყვარელი არტისტია. გამორჩეულად სტეფანე მღებრიშვილისთვის, რომელმაც, გვახსოვს, მისი „Last Christmas“ ერთ-ერთ ტელეპროექტში შეასრულა, წლების წინ.

ახლახან სტეფანემ ჯორჯ მაიკლის ცნობილი სიმღერის „Amazing“ ვერსია განათავსა, რომელიც სტეფანესა და 3G-ის ალბომში შევიდა. როგორც მუსიკოსი წერს, სიმღერის ჩაწერაზე უფლება ოფიციალურად აიღეს.

„შეიძლება, ბევრმა არ იცით ეს ნამღერი, ბევრ უცხოურ რადიოში ტრიალებდა. ერთადერთი ქართული ჯგუფი ვართ, რომელმაც ოფიციალურად ავიღეთ უფლება ჯორჯ მაიკლის პროდიუსერისგან ამ სიმღერის შესრულებაზე. ზაზა შენგელიას მადლობა ამისთვის და მაშინ ჩვენს ლონდონელ პროდიუსერ სტივენ ბადს“ – წერს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები