საქართველოსა და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ, ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე კულტურული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით, საქართველოს ბაზარზე ბელარუსული კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაა შესაძლებელი.
„დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს, უახლოეს თვეებში გაიხსნება კიდევ ახალი ბელარუსული საწარმოები. მათ შორის იქნება მაღალტექნოლოგიური რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო“, – აღნიშნა თურნავამ.