Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, რომ 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?!” – ემზარ კვიციანი მერაბიშვილზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, რომ 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?!” – ემზარ კვიციანი მერაბიშვილზე

243
BeFunky-collage (83)

საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შსს მინისტრის საპატიმროს დატოვებას ეხმაურება დეპუტატი ემზარ კვიციანი. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასმით გადაარჩინეს, რადგან მიიჩნევს, რომ მას უფრო მეტი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ვიდრე სასჯელის სახით მოიხადა.

„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს“, – განაცხადა კვიციანმა.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი, 6 წლის და 9-თვიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ, დღეს ციხიდან გამოვიდა. პირველ კომენტარში კი მისი პატიმრობის ვადა მერაბიშვილმა შეცდომით თქვა.

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის წინაშე“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები