LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკო როისი ბუნდესლიგის იდეალია

97

მარკო როისმა გაიმარჯვა გამოკითხვაში „2016 წლის ბუნდესლიგის იდეალი“.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი მარკო როისი #BundesligaIdol 2016 აირჩიეს. მან „შალკეს“ წევრ აცუტო უტიდას და თავის თანაკლუბელებს – პიერ-ემერიკ ობამეიანგს და შინჯი კაგავას გაასწრო.

ბუნდესლიგის ათასობით თაყვანისმცემელი მთელი წლის განმავლობაში ოფიციალურ ტვიტერზე ხმას აძლევდა და საკუთარ რჩეულს 16 კანდიდატიდან არჩევდა.

ფინალურ ოთხეულში როისმა 33 პროცენტი მიიღო და უტიდას 3 პროცენტით გაასწრო. ობამეიანგმა 20%, კაგავამ კი 17% მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები