LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ყველაზე შოკისმომგვრელი გამოსვლები წითელ ხალიჩაზე

190

ბრიტანულმა Mirror-მა 2016 წლის განმავლობაში წითელ ხალიჩაზე ყველაზე შოკისმომგვრელი გამოსვლები შეკრიბა და გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე განთავსდა მადონა, რომელიც  Met Gala-ზე საკმაოდ თამამ ნახევრად გამჭვირვალე კაბაში გამოცხადდა. მეორე პოზიცია კიმ კარდაშიანმა დაიკავა თავისი რამდენიმე ცნობილი ჩაცმულობით, მათ შორის იყო მაქმანებიანი კომბინეზონი.

მესამე ადგილი შვედ მომღერალმს Tove Lo-ს ერგო, რომელიც ცერემონიას ARIA უჩვეულო ფორთოხლისფერი კაბით ესტუმრა. როგორც გამოცემა წერს, კაბა იყო კარგი მაგალითი იმის საჩვენებლად, როგორ შეიძლება იყო ერთდროულად ფემინისტი და შოკისმომგვრელი.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ბელა ჰადიდი და კრისი ტეიგენი იმყოფებიან საკმაოდ თამამად შეხსნილი კაბებით.

რეიტინგში ასევე მოხვდა მსახიობი სიუზან სარანდონი, რომელიც SAG Awards-ზე ღრმად ამოჭრილი პიჯაკი და შარვალი ეცვა და რიტა ორა, მრავალრიცხოვანი თოკებიანი კაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები