LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული დარბაზები, აუზები, ხელოვნების სკოლა, ბიბლიოთეკა – თბილისში პირველი მულტიფუნქციური ცენტრი შენდება

215
ddddddd

ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. როგორც თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, ანალოგიური კომპლექსები დედაქალაქის სხვა რაიონებშიც აშენდება, რომლებითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს.

“ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები გაჩნდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ზუსტად ასეთი პროექტების საშუალებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღად.

დაახლოებით, 12 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ზაფხულში იგეგმება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცენტრი, რომელშიც სპორტული დარბაზები, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ორი საცურაო აუზი, კაფე, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, ხელოვნების სკოლა და ბოულინგის სივრცე განთავსდება, მთლიანობაში 15 000 კვ.მ-ს მოიცავს და 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში ასევე, მიწისქვეშა პარკინგი განთავსდება. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვასა და სერვისებზე ხელმისაწვომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

საბავშვო სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო მიცკევიჩის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, 1 600 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც, კაუჩუკის საფარზე, სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდება.

“მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჩვენთვის აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო, რადგან ამ ქუჩაზე მხოლოდ ერთი დასასვენებელი სივრცეა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა”, – აცხადებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.

სკვერის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობას 205 000 ლარი უჯდება.