30 წლის ირინა შეიკი, რომლის ფეხმძიმობის შესახებ ცნობილი „ვიქტორია სეკრეტის” ჩვენებაზე გახდა, თავისი მდგომარეობით ტკბება და დროის უმეტეს ნაწილს საყვარელ მამაკაცთან ერთად ატარებს. პარალელურად კი ის აქტიურად მონაწილეობს ამა თუ იმ ბრენდის კამპანიებში და ორსულობის გამო პაუზის აღებას არ ჩქარობს.
ქსელში ბრენდ „ჟივენშის“ გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანია გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ მარკისთვის ირინამ ჯერ კიდევ ოქტომბერში იპოზიორა, ამიტომ მასზე მომრგვალებული მუცლის დანახვა შეუძლებელია.
ფოტო მშვიდ ბუნებრივ ტონებშია გადაღებული და მასში არ არის შეიკისთვის დამახასიათებელი ეპატაჟი და სიშიშვლე.
„ჟივენშის კრეატიულმა დირექტორმა, რიკარდო ტიშიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოს შემდეგი კომენტარი დაურთო: „სილამაზე და სრული სიწყნარე – ირინა შეიკი „ჟივენშის“ გაზაფხული-ზაფხულის 2017 წლის ახალ კოლექციაში“.
https://www.instagram.com/p/BORec5EgWcT/