იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა. მოსმენა დღეს 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლი შოთაძეს ფარული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, კენჭისყრა სხდომაზე ორ ნაწილად გაიმართა.
პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, შეესაბამება თუ არა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
მეორე კითხვა კი შეეხებოდა იმას, უჭერს თუ არა კომიტეტი მხარს შოთაძის კანდიდატურას.
სახელმწიფოებრიობანას თამაში თუ გენპროკურორის არჩევა – როგორ ირჩევდნენ შოთაძეს ქვეყნის მთავარ მბრალდებელად
ივანიშვილის ნიღბები და წითელი ნაფეხურები: პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს