LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სისი ლოუნი” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახდა

303

კომპანიამ ”სისი ლოუნ” მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო. როგორც ”ფორტუნას” ”სისი ლოუნიდან” აცნობეს, ამის მიუხედავად, კომპანია არ იცვლის პროფილს და აგრძელებს ონლაინ სესხების გაცემას, ამასთან ერთად გეგმავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე განვითარებას.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მივიღეთ. თუმცა, ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას არ ვცვლით. ამასთან, მოხმარებლებს სხვადასხვა სიურპრიზით გაოცებას, უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროდუქტებისა და ხელსაყრელი პირობების დამატებას ვპირდებით”, – განმარტეს ”სისი ლოუნში”.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „სისი ლოუნ“ 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სისი ლოუნის“ მიზანია კონკურენტუნარიანი პროდუქტების, გამჭვირვალე პროცედურების, სწრაფი და კომფორტული მომსახურების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს ონლაინ საკრედიტო ბაზრის განვითარებას.

„სისი ლოუნ“ იყო პირველი კომპანია ამ ბაზარზე, რომელმაც შექმნა მობაილ აპლიკაცია და შემდგომ მომხმარებელს შესთავაზა Facebook სესხი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები