მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა ასაკშია ადამიანი ცხოვრებით ყველაზე მეტად კმაყოფილი. აღმოჩნდა, რომ ეს პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად 54-55 წლის ასაკში დგება. საინტერესოა, რომ ამ მომენტამდე 10 წლით ადრე კი ადამიანს ყველაზე რთული ეტაპი აქვს, როცა ყველაფრით უკმაყოფილოა და ცხოვრება მისთვის მხოლოდ უარყოფით მოვლენებთან ასოცირდება.
რაც შეეხება 54 წელს, ამ დროს ადამიანი ყველაზე მეტადაა კმაყოფილი, რაც დაგროვილი გამოცდილების დამსახურებაა. საინტერესოა, რომ ეს კვლევა ძირითადად განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს ეხებათ.