LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის წევრები ორგანიზაცია The Mix-ის მოხალისეებს შეხვდნენ

32

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები – ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ორგანიზაცია The Mix-ის მოხალისეებს შეხვდნენ და საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

კენსინგტონის ჰერცოგინია როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მას Vanessa Seward-ის დიზაინით შექმნილი წითელი საშობაო თემატიკის კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 720 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. დღეს კი, ისინი სრული შემადგენლობით ბუკინგემის სასახლეში, დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან ოფიციალურ ვახშამს დაესწრებიან.

ამ დღეებში ასევე ცნობილი გახდა, რომ წლევანდელ შობას ქეითი და უილიამი მიდლტონის მშობლებთან შეხვდებიან. უკანასკნელად ასეთი ფაქტი ოთხი წლის წინ მოხდა, სხვა დროს კი დღესასწაულს ისინი სანდრინგემის სასახლეში, სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად ხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები