საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულს კომისიას განცხადებით სს „აიმუვის ჯი”-მ მიმართა და კომისიისგან მისი პარტნიორის – ფიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-იანი წილის შპს „დიჯითალ ედსის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობა მოითხოვა.
კომისიამ კომპანიების საქმიანობა და მათთან აფილირებული პირების შესახებ დოკუმენტაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ შპს „აიმუვის ჯი“-ს პარტნიორის ფიზიკური პირის შოთა ჩლაიძის 40%-ის შპს „დიჯითალ ედსის“მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე ვერ მოახდენს, შესაბამისად კომპანიებს წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.