LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შაროლემ” სადისტრიბუციო მანქანები მაცივრებით აღჭურვა

1026

ხორცპროდუქტების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ ”შაროლე” სადისტრიბუციო მანქანები, პროდუქტის შენახვისა და გადაზიდვის ნორმების დაცვის მიზნით, მაცივრებით აღჭურვა. საქართველოს მასშტაბით ”შაროლეს” პროდუქციის რეალიზაციას 30-ამდე ასეთი ავტომობილი ახორციელებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა რომან ანთიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ”შაროლეს” ბრენდის ქვეშ 50-ამდე დასახელების პროდუქცია გამოდის და ის როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ისე პატარა მაღაზიებში იყიდება.

”ორიენტირებულები ვართ ხარისხზე და ამაზე მეტყველებს ჩვენი საწარმოც, რომელიც დაახლოებით ერთი წელია რაც ექსპლუატაციაში შევიდა. ”შაროლეს” ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი, ევროსტანდარტის მანქანა-დანადგარებით. ამასთან, ჩვენთან დასაქმებულია კვალიფიციური კადრები”, – განმარტა ანთიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”შაროლეს” ხორცპროდუქტები იყიდება როგორც წონით, ისე ცალობით და შეფუთვით. გასაყიდი ფასები კი საშუალოდ 3-დან 10 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”შაროლეს” საწარმო თბილისში მდებარეობს. კომპანიაში 100-ამდე ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები