Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისის ზღვის ტერიტორია ბიზნესცენტრებითა და სპორტული ზონებით დაიტვირთება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის ტერიტორია ბიზნესცენტრებითა და სპორტული ზონებით დაიტვირთება

116

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის, უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, კონცეპტუალური ხედვა შემუშავდა.

კონცეფცია თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებითა და ბიზნესცენტრებით დატვირთვას გულისხმობს და მისი სწორად განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

გეგმა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით, PricewaterhouseCoopers (PwC)-მა მოამზადა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარუდგინეს.

PwC-ის წარმომადგენლების შეფასებით, მომზადებულია მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სარგებელს მოუტანს თბილისელებს, ასევე წაახალისებს ეკონომიკურ განვითარებას კერძო დასაჯარო სექტორების მონაწილეობით.

„ჩვენი აზრით, ამ პროექტს აქვს თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლებურად გამოყენების პოტენციალი, ასევე, მომდევნო წლების განმავლობაში – საქართველოს სახელმწიფოს მომავლის ხედვის შემადგენელ ნაწილად და მნიშვნელოვან წამოწყებად ჩამოყალიბების პერსპექტივა“, – განაცხადა PwC-ის პარტნიორმა მაიკ უაილდერმა.

დოკუმენტი შესაბამისობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან და ის თბილისის ზღვის ტერიტორიის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.

კონცეფციის შემუშავების პროცესში, PwC-თან ერთად, ჩართული იყო არქიტექტურული და ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოში ცნობილი კომპანია Chapman Taylor-ი. ცნობილი საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ი მსოფლიოს 157 ქვეყანაში საქმიანობს.