რუსებმა ქართველების გოლები გამოარჩიეს. არც ისე დიდი ხნის წინ, თორნიკე ოქრიაშვილმა “ზენიტის” კარში მატჩის ბოლოს მაკრატელათი ულამაზესი და თან გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
სწორედ ეს გოლი აღიარეს რუსეთის ჩემპიონატის პირველ წრეში ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ გოლად. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარია იმ გოლებზე, რომლებიც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. ოქრის ოქრო გოლი “კრასნოდარის” საუკეთესო გოლად დასახელდა.
თორნიკე ოქრიაშვილს “კრასნოდარში” რიგებში ჯერ მხოლოდ ეს ერთი გოლი აქვს გატანილი.
რუსებმა ჯანო ანანიძის გოლებიც გამოარჩიეს.
“სახალხო გუნდის” მიერ პირველ წრეში გატანილი 5 საუკეთესო გოლიდან ორი ჯანოსია. მეოთხე ადგილზეა “ორენბურგის” კარში, ხოლო მესამე პოზიციაზე “ანჟისთან” გატანილი გოლი.
მთლიანობაში ჯანომ პირველ წრეში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.
https://www.youtube.com/watch?v=wjjlpqUsv6w
https://www.youtube.com/watch?v=KVdt1x3e02Y