Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შსს ხელფასის ნაწილში წელს 69 მლნ–ს დახარჯავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ხელფასის ნაწილში წელს 69 მლნ–ს დახარჯავს

172

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წელს არცერთ პოლიციელს ხელფასი არ შეუმცირდება.

მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა სუს-ის მხოლოდ გარკვეულ ხარჯებს და არა ხელფასებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წელს უწყებას ხელფასების ნაწილში ფული აკლდებოდა, თუმცა გარკვეული თანხები გამოათავისუფლა სხვა მიმდინარე ხარჯებიდან და გადაიტანა ხელფასის ნაწილში.

„წელს 69 მლნ ლარზე მეტი ხარჯი ექნება უწყებას ხელფასების ნაწილში, საიდანაც პრემია მთლიანი თანხის 5%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯების შემცირებას, განსაკუთრებით, შრომის ანაზღაურების ნაწილში – თქვენ იცით, რომ ძალოვან უწყებებზე ზოგჯერ კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხარჯი შემცირდეს, ასევე, არ არის მიზანშეწონილი ჯარისა და პოლიციისთვის ხარჯების 10%-ით შემცირება.

რაც შეეხება სხვა უწყებებს – პროკურატურას თუ გამოვაკლებთ იუსტიციის სამინისტროს შრომის ანაზღაურება 19%-ით არის შემცირებული, ფინანსთა სამინისტროში 15,5%-ით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 15%-ით, 14,6%-ითაა შემცირებული შრომის ანაზღაურება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტრო – 14%, სოფლის მეურენობის სამინისტრო 12.2%, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი 10%“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, შედარებით ნაკლებად უმცირდება შრომის ანაზღაურება საგზაო დეპარტამენტს.

ცალკე, ძალოვანი უწყებების გამოკლებით, სამინისტროების მიერ ხარჯების შემცირება 11.9%-ს შეადგენს.

ხელფასების შემცირება ასევე, არ შეეხო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.