LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალტერნატიულ საკონსტიტუციო კომისიას არ ქმნის

31

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არანაირ ალტერნატიულ საკონსტიტუციო კომისიას არ ქმნის, თუმცა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ცვლილებებში საზოგადოების ჩართულობას, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ფორმატს, ამის შესახებ ისაუბრებენ საერთო სახალხო განხილვის ეტაპის დადგომისას ისაუბრებენ.

”ისეთი სიტყვები, როგორიც არის დაპირისპირება, კონფრონტაცია, ბოიკოტი, გაბუტვა, დემარში, ანტისახელმწფიოებრივი მიდგომა და ა.შ. ეს ტერმინებია, რასაც დღეს პირველად არ ვისმენთ. ჩვენ ეს ტერმინები გვესმოდა სამი წლის განმავლობაში და ჩვენთვის ეს ახალი არ არის. პრეზიდენტი განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუციების დაცვას და გაძლიერებას, განაგრძობს იმ საქმიანობას, რასაც აკეთებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. თუ ვინმეს ზოგადად კონსტიტუიცური ნორმის შესრულება გონია რაღაც გარკვეული ტიპის დაპირისპირება, ჩვენი აზრით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი პრობლემა”, -განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები