LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში 6 მლნ–იანი პროექტი განხორციელდება

88

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საჰაერო ხომალდის 3 ახალი სადგომი დაემატება, რის შედეგადაც აეროპორტში ჯამში 6 სადგომი იქნება.

პროექტის ღირებულებას 6 მილიონ ლარზე მეტია და ის 2017 წლის დასაწყისში დასრულდება.

2017 წელს, ასევე, დაიწყება ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მომენტისათვის, მიმდინარეობს IATA Consulting-ის მიერ მომავალი ტერმინალის ფუნქციური განაწილების მოდელის შემუშავება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის ჩათვლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 243.918 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (172.554).