მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორულ-საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია FinExpertiza ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს. კომპანია, რომლის სათავო ოფისიც მოსკოვში მდებარეობს, აერთიანებს 16 შვილობილ კომპანიას მსოფლიოს 14 ქვეყანაში და სულ დასაქმებული ჰყავს 1200 ადამიანი.
საქართველოში “ფინექსპერტიზა ჯორჯიას” წარმომადგენლობის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ვეფხვაძეა, რომელიც „ფორტუნას“ FinExpertiza-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლის მიზეზებზე და ასევე იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რომლის მოტანაც ამ საერთაშორისო აუდიტორულ ქსელს ადგილობრივი კომპანიებისთვის შეუძლია.
„როგორც იცით, საქართველოშიც არის ძალიან ბევრი ისეთი კომპანია, რომელიც უცხოელების მიერაა დაფუძნებული. ასეთი კომპანიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ხოლო აუდიტორული კომპანია, რომელიც ძირითადად იმ გეოგრაფიულ სივრცეში ოპერირებს, საიდანაც აღნიშნული კაპიტალი მოდის, არ არსებობს. ამავდროულად, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორული კომპანიები მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში, მათ მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს უნარი საერთაშორისო სტანდარტებით და ხარისხიანად ჩაატაროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისათვის, რომელთა დამფუძნებლებიც ხშირ შემთხვევაში უცხოეთში იმყოფებიან –ეს ადამიანები კარგად არ იცნობენ ადგილობრივ კანონდებლობას. ამიტომ, მათ სჭირდებათ ისეთი კომპანია, რომლის მიმართაც ექნებათ მაღალი ნდობის ხარისხი და რომლის შესახებაც საკუთარ ქვეყანაშიც სმენიათ… ასეთი არის სწორედ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია FinExpertiza, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს ბიზნესსაქმიანობის უკეთ წარმართვაში ეხმარება, კერძოდ: FinExpertiza-ის ქსელის მეშვეობით ისინი შეძლებენ უცხოურ ბაზრებზე გასვლას და ასევე, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მარტივად დალაგებას“, – აცხადებს “ფინექსპერტიზა ჯორჯიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ვეფხვაძე.
მისივე ინფორმაციით, “ფინექსპერტიზა ჯორჯიას” ძირითადი სერვისებია: აუდიტორული მომსახურება, საგადასახადო კონსულტაციები, ბუღალტრული მომსახურება და იურიდიული სერვისი. კომპანიის კლიენტების დაახლოებით 40% უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიებია.
ცნობისთვის, FinExpertiza-ს საერთაშორისო ქსელი მოიცავს წარმომადგენლობებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ბელარუსი, ეგვიპტე, ინდონეზია, ყაზახეთი, ნიდერლანდები, უზბეკეთი, კვიპროსი, სერბეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი…
დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ კომპანიის ვებგვერდზე მოიძიოთ: finexpertiza.ge