LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარელი დეპუტატის მუქარა: “სირცხვილის კორიდორი არ გაბედოთ, თორემ თავებს გაგიტეხთ”

232
BeFunky-collage (59)

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მერაბ ბლადაძე აქტივისტებსა და ოპოზიციას “თავების დატეხვით” ემუქრება. დეპუტატი მუქარას იმით განმარტავს, რომ “ისე არ ცხოვრობს, ეს რომ აკადრონ”.

“დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას,საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი… დედის საფლავს გეფიცები, ,,სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ,თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს.. არ ცხოვრობ ისე,რომ ეგ მაკადროთ!!!  მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ” – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი.

https://www.facebook.com/merab.bladadze/posts/3204876012874358

მერაბ ბლადაძე აჭარის  უმაღლეს საბჭოში “პატრიოტთა ალიანსის” კვოტით მოხვდა, თუმცა მან პარტია მალევე დატოვა და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სარგებლობს.

აღნიშნული პოსტით კი დეპუტატი დღეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. “იაზროვნე, ეცადე მაინც”, “თქვენ არ გენდობით”, – ამ ლოზუნგებით მართავენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” და მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა მერიის შენობასთან აქცია. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორის“  მოწყობას  უპირებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

მერიის შენობასთან სამართალდამცავები, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და მოძრაობა „გაბედეს” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.

ჩვენ გვინდა ევროპა, განვითარება, წინსვლა – აქცია ბათუმში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები