LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურში ველოსიპედით სიარული საშიშია

216

სახლიდან სამსახურამდე და უკან, სახლამდე ველოსიპედით სიარული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლების გამო, დიდ ქალაქებში, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ბელგიელი კარდიოლოგები ამბობენ, რომ შედეგად, შესაძლოა, ფილტვები დაზიანდეს, ან – გულის დაავადებები განვითარდეს.

მათ გაარკვიეს, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო სისხლძარღვები და ფილტვები იკუმშება, ეს კი ჟანგბადის ეფექტურ ცირკულაციას ორგანიზმში ხელს უშლის და საბოლოოდ, გულსისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

„ეს სერიოზული პრობლემაა ადამიანებისთვის, ვინც ქალაქების დაბინძურებულ რაიონებში ცხოვრობენ. აქ ფიზიკურმა ვარჯიშმა, შესაძლოა, ფილტვებიდ ააზიანოს. ჩვენი რჩევაა, შეზღუდონ ფიზიკური აქტივობა მაშინ, როდესაც ჰაერის დაბინძურება მაღალ დონეს აღწევს,“ – ამბობს „ტელეგრაფთან“ ბრიუსელის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგი ჟანა-ფრანსუა არგაჩი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები