პერიოდულად, ჩვენს ორგანიზმს განტვირთვა და ყველაფერ ზედმეტისგან განთავისუფლება სჭირდება. საუკეთესო ვარიანტი ასეთ შემთხვევაში შიმშილია, რომელიც არა მარტო წონაში დაკლებას უწყობს ხელს, არამედ აჯანსაღებს ორგანიზმს და ეხმარება გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.
ამერიკელი მეცნიერების კვლევებმა დაადასტურა, რომ შიმშილი (ხანმოკლე პერიოდით) ხელს უწყობს ნერვული სისტემის პროდუქტიულ მუშაობას, რადგან საგრძნობლად ამცირებს დატვირთვა ორგანიზმზე.
ექსპერტების განცხადებით, მკვებავი ელემენტების შემცირება მართალია, თრგუნავს ნერვული უჯრედების სინაპტიკურ აქტივობას, მაგრამ ნარჩუნდება ნერვული სისტემის აქტიურობა და ენერგიულობა, რაც თავის მხრივ პროდუქტიულ მუშაობას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, მეცნიერების მტკიცებით, ე.წ. შიმშილის თერაპიის გამოყენება თავისუფლად შეიძლება შემცირებული შრომისუნარიანობის, სუსტი მეხსიერების და აზროვნებასთან დაკავშირებული სხვადსახვა პათოლოგიის სამკურნალოდ.