LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაძღარ მღვდელს მშიერი დიაკონიც მაძღარი ეგონაო – რევაზ არველაძის ქონებრივი დეკლარაცია

1225
508b302a3612825ee7b8eb8583bde05a-53937

“ქართული ოცნების” დეპუტატი, რომელსაც არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მილიონიანი ქონების პატრონია.

საქართველოს პარლამენტის წევრ რევაზ არველაძეს, დეპუტატის ხელფასის სახით 2019 წლის განმავლობაში 50 344 ლარი აქვს მიღებული. დეპუტატი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში შვილთან ერთად 270 000 აშშ დოლარის ღირებულების სახლს და 5 000 აშშ დოლარის ღირებულების არასაყოფაცხოვრებო ფართს ფლობს, რომელიც 2016 წელს შეიძინეს. არველაძის ცოლის, მარინა ხომერიკის საკუთარებაში კი თბილისში მდებარე ორი ბინაა, საიდანაც ერთის ღირებულება 38 000, მეორესი კი – 11 900 დოლარია.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დეპუტატის ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთებს ახმეტასა და გარდაბანში, ასევე, საცხოვრებელ სახლს ახმეტაში, რომელიც ამავე დეკლარაციის მიხედვით, არველაძეს მემკვიდრეობითა და მიწების განაწილებით ერგო.

გარდა ამისა, 2015 წელს არველაძემ ავტომობილი შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, 2014 წლის Toyota Prado-ში დეპუტატმა 54 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

2019 წელს არველაძემ “რიკოს” 127 000 აშშ დოლარის ღირებულების თამასუქი შეიძინა, საიდანაც 2019 წელს 5 920 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

დეპუტატს სახელფასო და მიმდინარე ანგარიშებზე “ლიბერთი ბანკში”, 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2 937 ლარი და 6 649 აშშ დოლარი აქვს, მის ცოლს კი ამავე ბანკში 9 815- ლარიანი დეპოზიტი.

 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არველაძემ 2019 წელს ავტომობილი Mercedes ML320 გაყიდა 2 500 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მან 25 000 აშშ დოლარი აჩუქა შვილს.

“ბავშვები არ შიმშილობენ, მე ვერ ვიჯერებ ამას” – უმრავლესობის დეპუტატი

 

ეს არის ოფიციალური და საჯარო ინფორმაცია უმრავლესობის იმ დეპუტატის შესახებ, რომელმაც ბავშვთა შიმშილობა არა მთავრობის შეცდომას, არამედ ოპოზიციას დააბრალა.

შეგახსენებთ, რომ  4 თებერვალს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა რევაზ არველაძემ, “მთავარის არხის” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე უპასუხა: “ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები