LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ჩვეულებრივ ძრავიანი ავტომობილები აღარ გაიყიდება

65
brtekologi-news

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შიდა წვის ძრავების აკრძალვის თარიღი გადმოწიოს და ეკოლოგიაზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციოს. პირვანდელი გეგმის მიხედვით, კანონი 2040 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თარიღი 5 წლით გადმოიწევს.

ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ეკოლოგიური ავტომობილების პოპულარიზაციის პროექტმა დადებითი შედეგი უკვე მოიტანა. მაგალითად, 2019 წელს ელექტრომობილები 15 წუთში –ერთხელ სიხშირით იყიდებოდა. ქვეყანას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში ბევრი სხვა მიღწევაც აქვს, რითაც ძალიან ამაყობს.

თუმცა, შიდა წვის ძრავების აკრძალვის მოახლოებამ ავტომობილისტთა ასოციაციის კრიტიკა დაიმსახურა. მათი აზრით, ელექტომობილებზე ჯერ ისეთი მოთხოვნა ნამდვილად არ არის, რომ მოსახლეობას არჩევანის საშუალება აღარ ქონდეს. ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად სხვაგვარი ქმედებებია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სტანდარტული ძრავები ევროპაში 2050 წლიდან აიკრძალება. ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა ისეთი როგორიცაა – დანია და ნიდერლანდები, ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლას ბევრად ადრე – 2030 წლიდან გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები