LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში გაიყიდა ვილა, რომელსაც თან ოქროს Lamborghini და Rolls-Royce მოყვებოდა

131
lmbrgn-rlcrs

შტატებში კალიფორნიის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვილა გაყიდეს. Opus – დეველოპერი ნაილ ნაიამისა და ცნობილი არქიტექტორის პოლ მაქლინის საერთო პროექტია. უძრავი ქონების ფასი 80 მილიონი დოლარია და მასთან ერთად ახალმა მფლობელმა ორი ავტომობილი, მოოქროვილი Lamborghini Aventador Roadster და Rolls-Royce Dawn მიიღო.

ვილა Opus ბევერლი – ჰილზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 2000 კვადრატული მეტრია. ახალი მეპატრონის მფლობელობაში – 7 საძინებელი, 11 აბაზანა, 2 აუზი, ღვინის მარანი (უძვირფასესი ღვინოებით სავსე), შადრევანი, 2 სამზარეულო, რამდენიმე სასადილო ოთახი, მათ შორის ღვინის სადეგუსტაციოდ განკუთვნილი სივრცე და ბარებია.

გარდა ამისა, Opus-ში არის 15 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრი, სპა–ცენტრი და „საავტომობილო მუზეუმი“ – 10 საპარკინგე ადგილით.

ამ ყველაფერთან ერთად ახალმა მფლობელმა სპეც–შეკვეთით დამზადებული ორი მდიდრული ავტომობილი და რამდენიმე მოტოციკლეტიც მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები