სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ ერთ-ერთ მაღაზიაში დასაქმებულ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტრანსგენდერმა ქალმა მათ 2020 წლის იანვარში მიმართა. დაზარალებულის თქმით, სამუშაო საათებში მას უცნობმა კაცმა ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი“, – აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.
“სპარის” თანამშრომელი დაჭრეს
ცნობისთვის, ეს ერთი თვის განმავლობაში მესამე შემთხვევაა, როდესაც „სპარის“ თანამშრომელს სამუშაო ადგილას თავს ესხმიან.
„სპარის” თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დაკავებულია (ვიდეო)
დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.