ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 48 გუნდიანი შემადგენლობით ჩატარება სურს.
ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები 16 ჯგუფად იასპარეზებენ. ფინალურ ეტაპზე მოხვედრილი გუნდები ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ ორ მატჩს გამართავენ, შემდეგ კი ჯგუფის ორი საუკეთესო ბრძოლას პლეი-ოფში განაგრძობს. ინფანტინო ამ წინადადებით გამოსვლას ფიფას სხდომაზე აპირებს, რომელიც 9-10 იანვარს ციურიხში გაიმართება.
რამდენიმე ხნის წინა ფიფაში მუნდიალის ფორმატის შეცვლის ინიციატივას ძირითადად პოზიტურად შეხვდნენ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი თავიდან ამბობდა, რომ აუცილებელია მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო წარმომადგენლობითი იყოს და მასში მინიმუმ 32-მა ნაკრებმა მიიღოს მონაწილეობა, შემდეგ საუბარი იყო 40-ნაკრებიან მუნდიალზეც და საბოლოოდ ეს რიცხვი 48-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა.