LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროგრამული უზრუნველყოფა და საუკეთესო კომპიუტერული ტექნიკა – ბაზარზე „ტრიქსი“ გამოჩნდა

477
dd

სლოგანით „ჩვენ გვაქვს ყველაფერი“  – ქართულ ბაზარზე „ტრიქსი“ გამოჩნდა. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ამავდროულად კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიასაც ფლობს.

როგორც „ტრიქსის“ მენეჯმენტში აცხადებენ, მათი კომპანია ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალით არის დაკომპლექტებული.

„ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ სრული სერვისი: ტექნიკის მიწოდება, გადაწყვეტილების დაგეგმვა და შესრულება, „აუთსორსინგი“, ასევე სამონტაჟო სამუშაოები“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით „ტრიქსის“ მაღაზიაში წარმოდგენილა შემდეგი პროდუქცია: პერსონალური სისტემები და საბეჭდი მოწყობილობები, კერძოდ: დესკტოპი, ლეპტოპი და all in one კომპიუტერი, მონიტორი, უწყვეტი კვების წყარო და პროექტორი… „ტრიქსის“ პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი და ცნობილი ბრენდები მსოფლიოში, როგორებიცაა: ქენონი, პანასონიკი, ლენოვო, კონკა მინოლტა და სხვები..

რაც შეეხება სხვა სერვისებს „ტრიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს:

კომუნიკაცია:  iP და VOIP ვიდეოკავშირი, iP ტელეფონი, შიდა საკომუნიკაციო სისტემა, აუდიო და ვიდეო საკონფერენციო სისტემა.

საბეჭდი მოწყობილობები: პრინტერი, მრავალფუნქციური პრინტერი, პლოტერი, სკანერი, სახარჯი მასალები, მრავალფუნქციური ასლგადამღები, სერვისული მომსახურება როგორც საგარანტიო, ისე არასაგარანტიო ტექნიკაზე.

სასერვერო ინფრასტრუქტურა: სერვერი, მონაცემთა სანახი, კომუტატორი, მარშრუტიზატორი, წვდომის წერტილი, ფაირვოლი, უწყვეტი კვების წყარო, საკომუნიკაციო კარადა, სასერვერო ოთახის მოწყობა.

ვებ-დიზაინი და დეველოპმენტი: UI/Ux დიზაინი, ლოგო დიზაინი, front-end დეველოპმენტი, back-end დეველოპმენტი, api შექმნა, ბიზსნესზე მორგებული საიტი და სერვისის შექმნა.

„ტრიქსის დეველოპერები არასოდეს ისვენებენ. იმისათვის, რომ ყველასგან გამორჩეული, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი და დაცული ვებგვერდი გქონდეთ. ვებგვერდი უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ჩვენი მიზნობრივი ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც სწორად აფასებენ ვებგვერდის მნიშვნელობას, ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენი (პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული) გუნდი გთავაზობთ თქვენთვის შექმნილ ინდივიდუალურ დიზაინს“, – განმარტავენ კომპანიაში.

პროგრამული უზრუნველყოფა: ოპერაციული სისტემა, ანტივირუსი, ცენტრალიზებული სამართავი სისტემა, ERP პროგრამა.

უსაფრთხოების სისტემები: CCTV ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, სახანძრო სასიგნალო და ცეცხლმაქრი სისტემა, დაშვების სისტემა, რიგის მართვის სისტემა, შლაგბაუმი და მეტალოდეტექტორი, პროგრამული უზრუნველყოფა და გაგრილების სისტემა.

„პრინტ აუთსორსინგი“ – კომპანია უზრუნველყოფს კლიენტს მოწყობილობებით, სახარჯი მასალებითა და სერვისით, იხდით მხოლოდ ამობეჭდილი ფურცლის საფასურს.

ცნობისთვის, „ტრიქსის“ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ნუცუბიძის 77გ ბ18. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები