LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ იწყება

92

“ქარვასლაში” „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება. ღონისძიება
23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ”ქარვასლას” ორგანიზებითგაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” KAR.GE-დან აცნობეს, სადღესასწაულო გარემოში მწარმოებლები პირველ რიგში 2016 წლის განმავლობაში მათ მიერ შექმნილ ახალ ნაწარმს წარმოადგენენ, ხოლო დაინტერესებულ მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დათვალიერება, ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. მათივე ცნობით, ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც საკვები, ასევე არასაკვები პროდუქცია. მაგალითად ქართული ტელევიზორები, ნათურები, ჰიგიენური ნაწარმი და ა.შ. ცხადია მოეწყობა დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.

”ჩვენი მისია ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდაა. ამ მიზნით სხვა საქმიანობებთან ერთად მოძრაობა პერიოდულად აწყობს გამოფენა-გაყიდვებს, ფესტივალებს და ერთვება საერთაშორისო ექსპოებშიც. საქართველოში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან ერთად მოძრაობა KAR.GE-მ 2015 წლის 26-27 სექტემბერს და 2015 წლის 18-20 დეკემბერსაც ჩაატარა ანალოგიური ფესტივალები. 2016 წლის 20-24 ოქტომბერს კი მოძრაობა KAR.GE-მ სამხრეთ კორეაში გამართულ საერთაშორისო ექსპო – IFFE 2016-ზე 46 ქართველი მწარმოებლის 124 სხვადასხვა პროდუქტი წარადგინა 17 კატეგორიაში. ეს ტრადიცია გაგრძელდება 2016 წლის 23-24 დეკემბერსაც”, – განუცხადეს ”ფორტუნას” KAR.GE-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები