LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხადება, რომ 50 მილიონი მოვიპარე” – უგულავა კალაძეს

136
75614055-10220618572356959-5984834230289432576-o

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ დედაქალაქის მერის მიერ გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა და კახი კალაძეს დღის ბოლომდე მისცა დრო გაასაჯაროვოს დოკუმენტი, რითაც შესაძლოა დასტურდებოდეს უგულავას “ქურდობის” ფაქტი. ყოფილი მერი განმარტავს, რომ მას მერობის პერიოდში არც არაფერი მოუპარავს და არც სახლში წაუღია რამე. თბილისის ყოფილი მერი აცხადებს, რომ კალაძე იტყუება და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

„მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილე კახი კალაძეს სრულიად უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე განმარტებები გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული. საზოგადოებას ვცემ პატივს და არა კალაძეს, რომელიც მატყუარაა. ამდენი წლის განმავლობაში რას მედავება მე, როგორც მერს, პატივცემული ივანიშვილის პროკურატურა? არც ერთ საქმეზე მე არავინ არ მედავება, რომ რაიმე მოვიპარე და სახლში წავიღე. მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომელიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც ათი ათას ხარისხში აქვს აყვანილი ბატონ კალაძეს და გავსებული აქვს მერია უვიცი „ქოცებითა“ და პარტაქტივით. ამიტომ როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაც მოვიპარე – „ბატონო კახი, ხარ უწიგნური, ეტყობა არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხარ მატყუარაც და ცდილობთ ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში. ამიტომ დღეს ბოლომდე მოგიწოდებთ თქვენთვის გასაგები ენით – „ტოებით და ბიჭოებით“, თუ გინდათ მის გარეშე დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხდება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით. ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თქვენივე ჟარგონით თქვენსავე წრეში მოიკითხეთ“, – აცხადებს გიგი უგულავა.

კალაძე უგულავაზე: “50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელიც მოაწერა და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ”

შეგახსენებთ, რომ დღეს კახი კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გიგი უგულავაზე არანაირი პილიტიკური დევნა არ ხორციელდება. მისივე განმარტებით, უგულავამ სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა, რომელიც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. კალაძემ აქვე განაცხადა, რომ ყოფილმა მერმა 50 ათასი ლარი მოიპარა და შესაბამის დანაშაულზე ხელიც ქონდა მოწერილი.

„რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახი კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები