კონგრესმენი ტეხასის შტატიდან “ტვიტერზე” სტატუსს აქვეყნებს.
“ეს თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროვების წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს,- ასე გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ვილ ჰარდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ის ამბობს, რომ მოხარულია, რომ კონგრესის ორივე პარტია საქართველოს მოსახლეობას მხარს უჭერს.
"სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა იზრდება" - ამერიკელი კონგრესმენის მორიგი სკანდალური წერილი გიორგი გახარიას
სანამ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს წერილებით არ ესაუბრებიან, ვაშინგტონიდან კიდევ ერთი მწვავე წერილი მოდის, სადაც ახლა უკვე პირდაპირ სანქციებზეა საუბარი. “ამ ნეგატიური ტრენდის გამო, რაც მე ამ წერილში აღვწერე და იმის გამო, რომ ვცდილობთ, ეს შევცვალოთ, სანქციების დაწესების მოთხოვნა იზრდება. მე შევუერთდი კონგრესმენების ამ მზარდ რიცხვს აღნიშნულის მოთხოვნაში“, – წერს კონგრესმენი ბრაიან ბაბინი. ის […]
„ჩვენ გვესმის პროტესტის შესახებ ჰოგ-კონგსა და ირანში, თუმცა პროტესტი იყო საქართველოშიც. ეს თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროვების წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს. მოხარული ვარ, რომ კონგრესის ორივე პარტია უჭერს მათ მხარს“- განაცხადა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან ვილ ჰარდმა.