სასამართლოს გადაწყვეტილება და გირაო დაზარალებულ ლევან ხაბეიშვილს – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ხაბეიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო ცოტა ხნის წინ შეეფარდა.
ბრალდების მხარემ აღმკვეთ ღონისძიებად 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
5000 ლარიანი გირაო ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის - "ქართული ოცნების" წევრებს გირაო შეეფარდათ
აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ თავს ვიცავთ
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
24 იანვარს ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.