რუსეთში, ბაიკალის მხარეში, ტიუმენის ოლქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვირუსი ორ ადამიანს აღმოაჩნდა. ორივე მათგანი ჩინელია.
კორონავირუსი დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა - ვირუსი ორ ადამიანს აღმოაჩნდა
ეს ბრიტანეთში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთვხვევაა.
შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადა. ვირუსი ჩინეთის გარდა უკვე 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რიცვხი 220-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 10 ათასს მიაღწია.