LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ხალხი ვოლსკის მიერ არის გამოგზავნილი, მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას – ნიკა გვარამია გუშინდელ თავდასხმაზე (ვიდეო)

313
pjimage

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა. როგორც გვარამია ამბობს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი რა ბედი ეწევათ მასზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს. მთავარი ხელისუფლების რეაგირებაა. გვარამია აცხადებს, რომ ეს ადამიანები “ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ვოლსკის მიერ არიან გამოგზავნილი და მის წინააღმდეგ სისხლსი სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

“ზუსტად ვიცი, რომ ეს სამი ადამიანი არის ჩუღურეთიდან, სვანეთის უბნელები არიან. ისინი ვოლსკის შტაბის წევრები არიან, მასთან ივენთებზე ძალიან ხშირად შემჩნეულები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი ბატონი ვოლსკის მიერ არის გამოგზავნილი. ვოლსკი პოლიტიკოსია, მაღალი თანამდებობის პირი და პასუხს აგებს თავის აქტივისტებზე. მე მოვითხოვ დაიკითხოს ბატონო ვოლსკი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მასზე როგორც დამკვეთზე და დატოვოს საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი”, – აცხადებს გვარამია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ თავდასხმისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას გუშინ საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან დაესხნენ თავს. როგორც გვარამია აცხადეს, უცნობმა პირმა მას მოულოდნელად დაარტყა, რის შედეგად სახის არეში დაზიანება მიიღო. ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ- ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები