LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა

85
Good-health-and-affects-on-economic-progress

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ზრდას თვეების მიხედვით, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, დეკემბერში ეკონომიკა 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი შეფასებით 5,2%-ია.

„დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებებს. კლება კი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში”,- აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტმა 3 771.5 მლნ დოლარი, იმპორტმა კი 9 063.2 მლნ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები