LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მესამე შვილს ელოდებიან (ფოტო)

1843
enrike-kurnikova

გასულ კვირას ესპანური მედია, ინსაიდერებზე დაყრდნობით წერდა, რომ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მესამე შვილს ელოდებიან. ტელეარხმა Telemundo Entretenimiento-მ კი ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღად 2020 წლის მარტის თვე დაასახელა. ამჯერად კი ინტერნეტში ამის დამადასტურებელი ფოტოც გაჩნდა. ესპანურმა ჟურნალმა HOLA!-მ გარეკანზე განათავსა ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას ფოტო, სადაც ჩანს, რომ ცნობილი ჩოგბურთელი ორსულობის ბოლო თვეშია. ფოტო პაპარაცების მიერ, მაიამიშია გადაღებული.

ანა კურნიკოვამ და ენრიკე იგლესიასმა ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს. 2017 წელს წყვილს ტყუპები, ნიკოლასი და ლუსი შეეძინა.

 

View this post on Instagram

 

Tough audience to entertain ??

A post shared by Enrique Iglesias (@enriqueiglesias) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები