LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური ტარიფები გაძვირების ზღვარზეა: აცდიან მოსახლეობას გამოზამთრებას?

40

დენის 2 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებენ დღევანდელ პრესაში. როგორც „რეზონანსი“ წერს, კომუნალური ტარიფები გაძვირების ზღვარზეა. ლარის რეკორდულ გაუფასურებას კი, არსებული ტარიფები ვეღარ გაუძლებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტარიფის გაძვირება ზაფხულში მოხდება და მოსახლეობას გამოზამთრებას აცდიან.

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასიც მატულობს.

ლონდონის ბირჟაზე ”ბრენდის” ტიპის ნავთობის ფასი 55 დოლარია, მაშინ, როცა ორი თვის წინ 24 დოლარი იყო.
საქართველოში საერთაშორისო ნავთობის გაძვირება რამდენიმე დღეში აისახება ხოლმე. ასე რომ, სპეციალისტები ბენზინზე ფასის მატებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ლარის თემაა მთავარი წამყვანი საკითხი ქართულ პრესაში და ამ მხრივ კრიტიკას წაიკითხავთ ყველა დღეს გამოსულ გაზეთში.

ხელისუფლებასთან ერთად ბანკების მიმართაც ისმის პრეტენზიები. ბანკებს გუშინ პარლამენტშიც აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. „პატრიოტთა ალინსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ კი ბანკების შესწავლა ოფიციალურად მოითხოვა.
ამ თემაზე დღევანდელი „ახალი თაობაც“ წერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები