უმსხვილესმა კომპანიამ-Microsoft-მა 2019 წელს ჩაატარა კვლევა, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ 4-დღიანი სამუშაო კვირა დასაქმებულების პროდუქტიულობას 40%-ით ზრდის.
ექსპერიმენტში მონაწილე 2,300 თანამშრომლიდან 92% ამბობდა, რომ მათ მოსწონთ შემცირებული სამუშაო კვირა.
Microsoft-ის ახალი ინიციატივა სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ შემთხვევაშიც, შედეგი პროდუქტიულობის ზრდა იყო.
4-დღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლების პროდუქტიულობას 40%-ით ზრდის
აღსანიშნავია, რომ 4-დღიანი სამუშაო გრაფიკზე არაერთი ქართული კომპანია გადავიდა.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 4-დღიანი სამუშაო კვირა სამ კომპანიას აქვს. როგორც bpn.ge წერს:
პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამოწვევა 2019 წლის ნოემბერში მიიღო, Insource იყო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი პროდუქტიულობის გაზრდა და შედეგების გაუმჯობესება იყო.
მეორე კომპანია, რომელიც ამ გამოწვევაში ჩაერთო, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტია. კომპანიამ 4-დღიან სამუშაო კვირაზე 2020 წლის იანვარში გადავიდა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა, არის დიზაინერული სტუდია Studio impulse-ი, რომელიც ბრენდებისთვის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას ქმნის.