LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს

520
27657245-10215584106902195-8872734352671286587-n

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს. ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

მას 16-დან 20 წლამდე ან, უვადო პატიმრობა ემუქრება, ის წარსულში ნასამართლევია სასჯელს მუხროვანის ამბოხის გამო იხდიდა, საპატიმრო კი 2013 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა.

საქმის გამომძიებლის განცხადებით, დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს და საქმესთან ყოველგვარ შემხებლობას უარყოფს.

ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს.

“ამ დრომდე არ გადმოვცემია საქმის მასალები და მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ნათელი გახდება, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რამე პირდაპირი მტკიცებულების მსგავსი ჰქონდეს. ამოცნობა არ ჩატარებულა, თუმცა ის დოდო გუგეშაშვილს და მის ოჯახს არ იცნობს და მათ არ შეხვედრია”, – განაცხადა ადვოკატმა გიგა ბოგვერაძემ.

შეგახსნებთ შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა.თადარიგის პოლკოვნიკი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

"არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი, რასაც მიუსჯის კანონი...გული მაქვს გახეთქვაზე"

"ახლა არ შეგრცხვათ იმ ადამიანებს ვინც ამტკიცებდით დოდომ ყველაფერი იცის და გამოძიებას უმალავსო?"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები